
მომღერალი ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ ინტუიციაზე საუბრობს. მისი თქმით, ის გრძნობდა, რომ მისი ცხოვრება შეიცვლებოდა.
„ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის ადამიანებიც და ძალიან რთულია, ვინმეს ენდო. მე ძალიან მეშინია ამის, ამიტომ ამ პერიოდში ბიზნესს ხელს არ ვკიდებ. ინტუიციას რომ თავი დავანებოთ და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ახლა არაფრის წამოწყება არ შეიძლება. სულ მქონდა საკუთარი ობიექტები და ყველაფერი კარგად მუშაობდა, მაგრამ ახლა უმჯობესია, ხელში მიკროფონი ავიღო და ვიმღერო.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, რაც მე მეხება, ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. მე ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება მელოდა…“- ამბობს „თბილისელებთან“ ლოლა წერეთელი.
ასევე ნახეთ ვიდეო – ლაშა ბექაურმა უკრაინელი ძიუდოისტი, დარია ბილოდიდი ქართულად აამღერა
ასევე დაგაინტერესებთ:























