23:16 | 2021-10-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

32 ათასი ლარი შეგროვდა ხალხოო! – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი

32 ათასი ლარი შეგროვდა ხალხოო! – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

როგორც ჯენი კვანტალიანი წერს, დაზარალებულებისთვის მან და მისმა მეგობრებმა 32 ათასი ლარი შეაგროვეს. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

VIDEO: ამ ტრაგედიის სულისშემძვრელ კადრებს ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ - ნელი აგირბას ქრონიკები ბათუმიდან
2021-10-11VIDEO: ამ ტრაგედიის სულისშემძვრელ კადრებს ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ - ნელი აგირბას ქრონიკები ბათუმიდან

 

„თქვენ ხართ საოცარი ადამიანები და მადლიერი ვარ ამისთვის. ხომ გახსოვთ, პოსტი რომ დავდე გავერთიანდეთ და საჭირო ნივთები სამოსი შევუგროვოთ დაზარალებულებს – თქო? ჩემი გრაფიკი იცით, ვერ გავუწევდი ორგანიზებას და ამიტომ ვთხოვე ფონდ „იალქანის“ ოქროს სხივს, თიკოს და იცით რა მოხდა?

 

32 ათასი ლარი შეგროვდა ხალხო, 32 ათასი და ამდენივე ნივთი, სამოსი ლამის. მადლობა არ კმარა ჩემი ემოციის გადმოსაცემად. გენაცვალეთ მაგ კეთილ გულებში!“- წერს ჟურნალისტი.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X