16:51 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

ძალიან დრამატული მონაცემები დაფიქსირდა, ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას – მარინა ენდელაძე 

ძალიან დრამატული მონაცემები დაფიქსირდა, ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას – მარინა ენდელაძე 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ქვეყანაში კორნავირუსის მომატებულ რიცხვს ეხმაურება.

 

როგორც ენდელაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა,  ინფიცირების მაჩვენებლების კუთხით, ქვეყანაში ძალიან დრამატული სიტუაციაა მოსალოდნელი, რადგან ეს მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს.

 

ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ! - ნანა გეგეჭკორი
2021-10-12ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ! - ნანა გეგეჭკორი

 

„ძალიან დრამატული და საფრთხილო მონაცემები დაფიქსირდა დღეს. ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, ამდენი ინფიცირებულის კონტაქტი, რა თქმა უნდა, მოიმატებს. ასეთი ზრდა ინფიცირების მაჩვენებლების თითქმის პიკის დროს იყო. თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტად გაგვიჭირდება.

 

ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი მედპერსონალისთვისაც. როდესაც ჩახედავ თვალებში პაციენტს, რომელსაც ძალიან უჭირს, მაშინ აღარ იქნება კითხვის ნიშანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, თუ პირადად არ შეეხო ეს ადამიანებს, რატომღაც ისე არ იჯერებენ,”- აცხადებს მარინა ენდელაძე.

 

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი  10.01%-ს შეადგენს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X