
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ, 50 პაციენტი იმყოფება. მათგან ერთი კი კორონავირუსით ინფიცირებულია.
მედიცინის დეპარტამენტის უფროსი თეა თავართქილაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული პაციენტი, 50 წლამდე ქალია, მას თანდართული დაავადებები არ აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში 6 პაციენტი გადის მკურნალობას, რაც შეეხება, სავარაუდო კორონავირუსის შემთხვევებს, დღეს 16 პაციენტი გაიტესტება.
დღეს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















