13:19 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით, დამატებითი ფრენები დაინიშნა

მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით, დამატებითი ფრენები დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი რეისების ნუსხა განსაზღვრა.

 

საგარეო უწყების ცნობით, შესრულდება დამატებით შემდეგი რეისები:

 

    • 16 აპრილი – პარიზი-თბილისი;
    • 18 აპრილი – თელავივი-თბილისი;
    • 21 აპრილი – რომი-თბილისი.

 

რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი.

 

აქამდე, განსაზღვრული, შესასრულებებლი რეისების განრიგი კი ასეთია:

 

  • 7 აპრილი – ათენი -თბილისი;
  • 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი;
  • 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი;
  • 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

 

ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

 

ავტორი: Prime Time

X