
„ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და დაკავების სახალისო ვერსიას ასახელებს.
„მგონი „ვოლტის“ კურიერისგან გაიგეს მიშას ადგილსამყოფელი. ხინკალი გამოვიძახეო, სახლში მარტო იყო, კურიერს კარებს რომ გაუღებდა, მერე რაც მოხდებოდა, წარმომიდგენია. ალბათ, კურიერს გული შეუწუხდა, მიშამ სასწრაფოში დარეკა და სასწრაფოს პოლიციაც მიჰყვა. ასე იქნებოდა ამბავი და გვიმალავენ“, – წერს სოციალურ ქსელში ჯეჯელავა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.
იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























