
“რა თქმა უნდა არა “,- ამ სიტყვებით უპასუხა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – მოსალოდნელია თუ არა დღევანდელ აქციაზე დაპირისპირება.
მისი თქმით, საკმარისია პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე ამდენი ლაპარაკი.
“მე მინდა ყველას მოვუწოდო რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად მეორე ტური დავასრულოთ ეს არჩევნები ყველამ გაიმარჯვოს, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება
მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია, მე ვფიქრობ, საკმარისი განცხადებაც გაკეთდა ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისტის, დღეს თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























