
სასულიერო პირი პეტრე კოლხი სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ფაქტებს და ამაზე გამოხმაურებებს ეხმაურება.
„სასულიერო პირები „ნაციონალებისთვის“ სასარგებლო კომენტარს რომ აკეთებენ, „ოცნებისტები“ გიჟდებიან, პოლიტიკაში რატომ ერევიანო.
როცა პირიქით ხდება და ოცნების მეხოტბე ანაფორიანები გვმოძღვრავენ, ნაციონალების რისხვამ შეიძლება ცა ჩამოხიოს, სასულიერო პირი როგორ შეიძლება მხარე იყოსო… ჰოდა, ის სასულიერო პირი ფიქრობს, რა იცი რა ხდება, მთავრობაში ხალხი მეყოლებაო… მაგრამ მთავრობის წევრები აზრით, შენ იქადაგე, მე ადგილს დავიკავებ და მერე მოგხედავო. ამ დროს ქრისტე ისევ ჯვარზეა გაკრული და ტირის, ამისთვის ვეწამეო?!“ – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























