14:59 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

კახეთის ცხელების ცენტრები პაციენტების მისაღებად მზადაა

კახეთის ცხელების ცენტრები პაციენტების მისაღებად მზადაა

სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, რეგიონში არსებული ოთხივე ცხელების ცენტრი მოინახულა.

 

ირაკლი ქადაგიშვილი საავადმყოფოებში არსებული ვითარებითა და ახალი კორონავირუსის სავარაუდო სიმპტომებით დაავადებული პაციენტების მისაღებად მზადყოფნის რეჟიმით დაინტერესდა.

 

„ყველგან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. პერსონალს ყველგან აქვს მკურნალობისთვის საჭირო გაიდლაინები და აღჭურვილობა. ვფიქრობთ, რომ ცხელების ცენტრები თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ. ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოყენების დიდი საჭიროება არ დადგება,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

შეგახსენებთ, კახეთის რეგიონში ახალი კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი პაციენტების მისაღებად ოთხი – თელავის ორი, ლაგოდეხის და საგარეჯოს საავადმყოფოებია მომზადებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X