16:30 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

მზად ვარ საბოლოო დათმობაზეც წავიდე – მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს

მზად ვარ საბოლოო დათმობაზეც წავიდე – მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს.

 

მზად ვარ საბოლოო დათმობაზეც წავიდე და თუ ავიაკომპანიას თანხმობას მისცემენ, დავთანხმდე გახარიას პირობას და მთავრობის ფონდში გადავარიცხინო საჭირო თანხა. მეტი რაღა ვქნა, რათა ჩვენ ხალხს დავეხმარო – წერს სააკაშვილი

 

 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს, მისცეს კონკრეტულ ავიაკომპანიას ნებართვა, ქართველების უცხოეთიდან ჩამოსაყვანად.

 

„ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობიდან ნებართვა, რომ შემოუშვას ავიაკომპანია „სკაიაპი”, უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც მზად არის ეს რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები.. ჩვენ უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და მზად ვართ, გესაუბროთ იმაზე, რომ ისინი ყველა მოვათავსოთ კარანტინში, რომ არცერთმა მათგანმა არანაირი პრობლემა არ შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას.“ – აცხადებს სააკაშვილი, რომელიც მთავრობას რამდენიმე დღეა საკუთარი ინიცატივის ხელშეწყობას თხოვს.

 

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიხეილ სააკაშვილს, ხალხის დასახმარებლად, კოვიდ-19-ის საბრძოლველად შექმნილ ფონდში, ფულის გადარიცხვა შესთავაზა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს - გახარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“
2020-04-04ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს - გახარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“
 
თუ ჩვენი მოქალაქეების დახმარება სურს, ამას ნებართვა არ სჭირდება - გახარია სააკაშვილის განცხადებაზე
2020-04-02თუ ჩვენი მოქალაქეების დახმარება სურს, ამას ნებართვა არ სჭირდება - გახარია სააკაშვილის განცხადებაზე
გვითხრეს, რომ ფული გადმოგვირიცხეთო... ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა - მიხეილ სააკაშვილი
2020-04-04გვითხრეს, რომ ფული გადმოგვირიცხეთო... ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა - მიხეილ სააკაშვილი

ავტორი: Prime Time

X