11:39 | 2021-10-16 ავტორი: Prime Time

ვინ არის მიხეილ სააკაშვილის ახალი სიმამრი – არტისტი, რომელიც სკანდალში გაეხვა

ვინ არის მიხეილ სააკაშვილის ახალი სიმამრი – არტისტი, რომელიც სკანდალში გაეხვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალ სიყვარულზე უკვე ბევრი დაიწერა, თუმცა ნაკლებადაა ცნობები თავად ელიზავეტა იასკოს ოჯახზე. ვინ არის ახალგაზრდა უკრაინელი პოლიტიკოსის მშობლები და რას წერს თავად უკრაინული პრესა მათზე.

 

როგორც უკრაინული მედია წერს, და რესტრის მონაცემებითაც დასტურდება, ელიზაბეტ იასკოს მამა, ალექსეი იასკო ორგანიზაცია „რუსული მუსიკა და კულტურის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

 

ვიკიპედიის თანახმად, ალექსეი იასკო უკრაინელი მევიოლინე და ნაციონალური ანსამბლის სოლისტია. ის არის უკრაინის დამსახურებული არტისტი.

 

ის, რომ ლიზა იასკოს მამა უკრაინაში რუსულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ორი წლის წინ გახდა ცნობილი, ანუ მას შემდეგ, რაც თავად ლიზა იასკო რადას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ფაქტს პრესაში სკანდალი მოჰყვა, რის შემდეგაც ლიზა იასკომ განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა და დაწერა, რომ მამამისმა ეს ორგანიზაცია მანამდე დააფუძნა, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შემოიჭრებიდაო.

 

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X