
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი მიმდინარე კოვიდ პანდემიასა და აცრის მაჩვენებლებს ეხმაურება.
მისი თქმით, ზოგადი, იმუნური ფენის გამომუშავებისთვის საჭირო კიდევ 10-11 თვე იქნება, თუმცა ვაქცინაციის სწორად წარმართვის შემთხვევაში ეს შესაძლოა 2-3 თვეში მოხდეს.
„სამწუხაროდ, ზოგადი პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის და იმუნური ფენის შექმნისთვის ჩვენ გვჭირდება 1,5 მილიონი ადამიანის დაავადება ან იმუნიზაცია.
დაავადების შემთხვევაში ეს კიდევ 10-11 თვე გაგრძელდება. სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენთან 1,5%-ია, შესაბამისად, კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი.
ამასთანავე, ჩვენ შეგვიძლია 2-3 თვეში ორჯერადად ავცრათ 1,5 მილიონი ადამიანი, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ 11-ჯერ, ყოველდღიური ავადობა კი 5-6-ჯერ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები























