
ბათუმში მომხდარმა სისხლიანმა გარჩევამ მთელი საქართველო აალაპარაკა. საქმე 8 ოქტომბერს ჩადენილ მკვლელობას და დაჭრას ეხება. ცეცხლსასროლი იარაღიდან ძმებს ესროლეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მათივე მეგობარი იყო. როგორც გარდაცვლილისა და დაჭრილის მეზობელი ამბობს, ისინი თავდამსხმელთან ერთად ემიგრაციაში სამუშაოდ იმყოფებონენ და სამშობლოში ახალი ჩამოსულები იყვნენ.
სავარაუდოდ, სისხლიან გარჩევას წინ დაპირისპირება უძღვოდა, რომელიც თანხას უკავშირდება.
შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. ძმებს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა ესროლა.
“ინციდენტში მონაწილე პირები პოლონეთში ერთად იყვნენ სამუშაოდ წასული. ახლახანს დაბრუნდნენ უცხოეთიდან. როგორც ჩვენ გავიგეთ, მეზობელმა ძმები მათივე სახლში ჩაცხრილა. კონფლიქტი, სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება”,- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
მალევე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული როსტომ გვიანიძეა, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრის (პარტია “გახარია – საქართველოსთვის ) აკაკი გვიანიძის ძმაა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ერთი კვირის განმვალობაში პოლიცია ეძებდა.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიანიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამართალდამეცველებმა ის დედაქალაში დააკავეს და სასჯელაღარულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
13 ოქტომბერს რ.გ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული რ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108- ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















