13:24 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

EXCLUSIVE: დეტალები გორში გატაცებული ახალგაზრდა ქალის ჩვენებიდან – „მითხრა, რომ ჩემს პატარა ძმას მოკლავდა“

EXCLUSIVE: დეტალები გორში გატაცებული  ახალგაზრდა ქალის ჩვენებიდან – „მითხრა, რომ ჩემს პატარა ძმას მოკლავდა“

გორში ახალგაზრდა ქალი ქორწინების მიზნით მოიტაცეს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, უმცროსი ძმის მოკვლით დაემუქრნენ და  სახლიდან შანტაჟით გაიყვანეს. ქალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა დაზარალებულის ჩვენების დეტალები:

 

„ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩამსვეს მანქანაში და გამიტაცეს. ამ ყველაფერს თან უძღვოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემეხო ხელით, მითხრა რომ ცხოვრებას დამინგრევდა და ჩემს პატარა ძმას მოკლავდა,” – აცხადებს ქალი.

 

მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ერთი პირი უკვე დააკავეს, ხოლო მეორე პირს ეძებენ.

 

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X