
ანასტასია შატალოვა, რომელზეც „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურად გიყვებოდათ, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა გუშინ, 17 ოქტომბერს მოკლეს.
ანასტასია შატალოვა რუსეთიდან საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. აქ გაიცნო ბათუმის ყოფილი ვიცე მერი, ზურაბ ბერიძე, მასთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და საერთო შვილიც შეეძინათ.
25 წლის ანასტასია შატალოვა ამბობდა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ცოლად მოყვანას პირდებოდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.
თუმცა, ზურაბ ბერიძე ამბობდა, რომ ამბობს, რომ დედა ბავშვს უპრობლემოდ ნახულობდა.
მას შემდეგ, რაც მათ შორის დავა დაიწყო, მამაკაცი ოდესღაც საყვარელ ქალს პროსტიტუციასა და ოქროს ბეჭდის ქურდობაში სდებს ბრალს, პოლიციაში სარჩელიც შეიტანა და ბავშვიც წაართვა.
პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუაკვებია.
























