
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, საჭიროა თუ არა მწეველებისთვის ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთება და რა რეკომენდაციები არსებობს ასეთ შემთხვევაში.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, მწეველებისთვის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაიცემა, თუმცა თუ მწეველ ადამიანს თანმხლები დაავადებებიც აწუხებს, მისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება სასურველია.
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე რომ შეხვიდეთ, განმარტებულია „ფაიზერის“ დამატებითი დოზები, ვის შეუძლია მისი ჩატარება. ასევე განმარტებულია რისკ-ჯგუფები. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი არის მწეველების ჯგუფი. ვინც მწეველია, მათთვის პირველი მოწოდება არის, რომ თავი დაანებონ მოწევას, რადგან ეს არის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი, რომლებსაც შეიძლება დაავადება გაურთულდეთ.
პირდაპირი რეკომენდაცია არსებობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩვენთან არის ჩანაწერი ქრონიკული თანმხლები დაავადების შესახებ. ამტომ თუ მწეველობასთან ხშირად არის დაკავშირებული სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებამ, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ვაქცინის ბუსტერ დოზა გაიკეთონ. მარტო მწეველობა, მაგალითად, მე ვარ ოცი წლის და არაფერი მაწუხებს, შეიძლება არ იყოს საკმარისი“,- ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები























