
კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საქართველოში ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს 9-ის შემდეგ სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.
იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
მთავრობა მოქალაქეებს სოციალური დისტანცირებისკენ ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებს.
ამ ყველაფრის ფონზე, თბილისის ზღვაზე ხალხმრავლობა შეინიშნება. აქ როგორც ჩანს, საზოგადოება ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას.
ფოტოებს „ფორტუნა“ ავრცელებს.
























