08:15 | 2021-10-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ დაუდგება – ბიძინა კულუმბეგოვი

ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კვლავ  დაუდგება – ბიძინა კულუმბეგოვი

10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს, ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის სეზონი ახლოვდება, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდასთან ერთად, შესაძლოა საველე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

 

ვინ არის კობა ნაყოფიას 20 წლით უმცორის მეუღლე? - მილიონერმა პოლიტიკოსმა შვილის მეგობარზე იქორწინა
2021-10-19ვინ არის კობა ნაყოფიას 20 წლით უმცორის მეუღლე? - მილიონერმა პოლიტიკოსმა შვილის მეგობარზე იქორწინა

 

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

„ტრაგედიას ვხედავთ, როდესაც ორი-სამი თვის ინტერვალით, ახლა ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, კიდევ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ახლა ქვეყანას ისევ დაუდგება საველე ჰოსპოტლების გახსნის აუცილებლობა – ამ წრიდან ვერ გამოვედით. ჩვენ გვჭირდება დამატებით იმუნური ფენა, მილიონ ნახევარი ადამიანი შეიძინოს ქვეყანამ.

 

ამ იმუნურ ფენას ჩვენ სადღაც მაინც შევიძენთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან სერიოზული დანაკარგებით, თვეში 5 ათასი (აცრა) რომ იყოს სტაბილურად, 150 ათასზე მეტი არ ავადდება, ესეიგი გვჭირდება კიდევ 10 თვე.

 

ჩვენ ეს შეგვიძლია 3-4 თვეში გავაკეთოთ ვაქცინაციით. ბუნებრივად თუ გადავიტანთ, ამ მილიონ ნახევრიდან ერთი პროცენტი მაინც დაიღუპება – ანუ 15 ათასი ადამიანი შემდგომ 10 თვეში, რადგან საშუალოდ 1000 ადამიანს მაინც ვკარგავთ თვეში.

 

10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X