15:09 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

ვისთვის უნდა გახდეს ვაქცინა სავალდებულო – ამირან გამყრელიძის განმარტება

ვისთვის უნდა გახდეს ვაქცინა სავალდებულო – ამირან გამყრელიძის განმარტება

მთელ რიგ საჯარო გამოსვლებში ვაცხადებ, რომ გვინდა თუ არა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

 

„არის დიდი მსჯელობა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია წინააღმდეგობაში შედის ადამიანის უფლებებთან, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ასე არაა. წინააღმდეგობაში არ შედის არც ლეგალურად ანუ კანონმდებლობით და არც – მორალურად.

 

დღეს, როცა პანდემიაა, სავალდებულო ვაქცინაცია უნდა დაწესდეს პირველ რიგში ჩვენთვის, ანუ სამედიცინო პერსონალისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების 79% აცრილია. მაგრამ ეს მაჩვენებელი ნაკლებია ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში. ვაქცინაცია ასევე სავალდებულო უნდა იყოს სკოლებში პედაგოგ-მასწავლებლებისთვის, ისევე, როგორც სხვა პროფესიებისთვის. ჩვენ ამ საკითხს უკვე დიდი ხანია ვაყენებთ და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდისა და მსჯელობის შემდეგ ეს საკითხი გადაწყდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X