
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების სიას კიდევ 3 პაციენტი შეემატა. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გამოჯანმრთელებულების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი და ამ დროისთვის ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სახლში სავარაუდოდ დღეს გაეწერებიან. პასუხი მიღებულია, შეჯერებეულია მათი კლინიკური მონაცემები PCR ტესტირების პასუხთან. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ კლინიკას“, – განმარტა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 174 შემთხვევა დადასტურდა,
- 5 აპრილს საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















