20:56 | 2020-04-05 ავტორი: ნინი ტაველიძე

საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება

საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება

საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. დაინფიცირებულთა შორისაა ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.

 

„დღეისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში არის ვირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევა. ერთ-ერთის პასუხი გუშინ საღამოს მივიღეთ. სამივე თავს კარგად გრძნობს და მიმდინარეობს მათი მკურნალობა. ერთ-ერთი არის ჩვენი თანამშრომელი.

 

რაც შეეხება ეკიპირებას, მარაგი დიდია. ექიმები პაციენტებთან ყოველთვის ეკიპირებული შედიან. ახლა ვიკვლევთ, საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო ექიმი“, – ამბობს მიხეილ ქამუშაძე.

 

ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორ დაინფიცირდა საჩხერის მერის მეუღლე. თავად მერი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო. საჩხერის მერს კორონავირუსზე ტესტს დღეს აუღებენ.

 

 

  • ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X