14:59 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

ჩემმა ძმამ მითხრა, თუ მიხეილ სააკაშვილი მოგვიწოდებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, შევწყვეტთო – ირინა ცააძე

ჩემმა ძმამ მითხრა, თუ მიხეილ სააკაშვილი მოგვიწოდებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, შევწყვეტთო – ირინა ცააძე

ჩემს ძმასთან, გიორგი ცააძესთან ერთად შიმშილობენ ირაკლი ფირცხალავა და რომან შამათავა, მითხრა, თუ მიხეილ სააკაშვილი მოგვიწოდებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, შევწყვეტთო, – ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ განაცხადა.

ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს, საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები - ნიკა მელია
2021-10-19ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს, საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები - ნიკა მელია

 

„მიზეზები ის არის, რომ ებრძვის უსამართლობას არა მხოლოდ 18 დღე, არამედ მე-7 წელია. ისინი პირველად არ შიმშილობენ, მაგრამ რადგან ვერაფერს მიაღწიეს ამ მთავრობასთან, ახლა სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს. მე ვერ ავუკრძალავდი შიმშილობას, მან აირჩია ეს პროფესია და როდესაც ადამიანი ებრძვის კრიმინალს, იქ უხერხულია, შიმშილობის შეწყვეტაზე ელაპარაკო. როგორც შევხედე, ფიზიკურად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ რომ ადგა და გაიარა, შენელებული ჰქონდა მოძრაობა. ეს იყო, რაც დავაფიქსირე. თავად არაფერი მითხრა, კარგად ვარო. შევედი, რომ მეთქვა, თაფლი და მინერალური წყლები მიეღო, მაგაზეც უარი განაცხადა. სოლიდარობას უცხადებენ სააკაშვილს. მითხრა, რომ ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან. როგორც ვიცი, შაქარი ჰქონდა დაბალი და მითხრა, რომ არ მენერვიულა, არ მაქვსო ისეთი საგანგაშო. შევატყე, რაღაცას არ მეუბნებოდა. ჩვენი ოჯახი შვიდი წელია, ვნერვიულობთ. მასთან ერთად შიმშილობს ირაკლი ფირცხალავა, რომან შამათავა და ერთადერთი ის მითხრა, თუ მიხეილ სააკაშვილი მოგვიწოდებს, რომ შევწყვიტოთ შიმშილობა, შევწყვეტთო. შესაძლებელია, ამ წერილის მერეც შეწყვიტონ, რადგან შამათავას მიმართა პრეზიდენტმა“, – განაცხადა ირინა ცააძემ.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილე პატიმრებს დღეს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X