
ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება. Financial Times- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერები მას უფრო გადამდებ ვირუსად ასახელებენ.
კემბრიჯის უელქომ სენგერის ინსტიტუტის მეცნიერის, ჯეფრი ბარეტის თქმით, ახალი ტიპის ინფექცია – AY.4.2 – კორონავირუსის დელტას შტამის ვარიაცია არის, თუმცა ის საწყის ვარიანტზე, სულ მცირე, 10-15%-ით უფრო გადამდებია.
მეცნიერები თვლიან, რომ AY.4.2 შესაძლოა, პანდემიის პერიოდში გამოვლენილი ყველაზე საშიში მუტაცია გახდეს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ახალი ვარიაცია მხოლოდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















