18:15 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა… – რა გამოსავალს ხედავს ბიძინა კულუმბეგოვი სიკვდილიანობის შესაჩერებლად

სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა… – რა გამოსავალს ხედავს ბიძინა კულუმბეგოვი სიკვდილიანობის შესაჩერებლად

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდპასპორტების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცრილი და აუცრელი მოქალაქეების დაცვისთვის ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად შემოიღოს კოვიდპასპორტები, რომლითაც უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება: დახურულ შენობებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

აცნობეთ მსოფლიოს, რომ ,,ფაიზერი “ მხოლოდ  ვაქცინა არ ყოფილა - აცრილმა უსინათლო თვალიდან გამოსახულებები დაინახა
2021-10-19აცნობეთ მსოფლიოს, რომ ,,ფაიზერი “ მხოლოდ ვაქცინა არ ყოფილა - აცრილმა უსინათლო თვალიდან გამოსახულებები დაინახა

კოვიდპასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, ვაქცინაციის სტატუსზე, გადატანილ ინფექციაზე და ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტზე. მხოლოდ ასე მივაღწევთ საზოგადოების უსაფრთხოებას, სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩა”- აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

მისივე თქმით, ამ პანდემიას სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

 

“რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, დავაგვიანებთ. ლეტალობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა გვაქვს. თუ ჩვენ ვიქნებით წარმატებული ვაქცინაციის ქვეყანა, შეგვიძლია 11-ჯერ შევამციროთ გარდაცვლილი ადამიანების ციფრი.

 

რაც უფრო სწრაფად დავიჯერებთ ამას, მით მალე დავაღწევთ თავს ამ დაუსრულებელ ტალღებს“,- აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X