17:31 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

რა საკითხზე იმყოფებოდა გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სამინისტროში – დეტალები

რა საკითხზე იმყოფებოდა გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სამინისტროში – დეტალები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია Accréditation Sans Frontières-სა (აკრედიტაცია საზღვრების გარეშე) და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა. ინფორმაცია ამის შესახებ გიორგი ფხაკაძის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

როგორც ირკვევა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის დამოუკიდებელი სისტემის ამოქმედება და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება.

სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა... - რა გამოსავალს ხედავს ბიძინა კულუმბეგოვი სიკვდილიანობის შესაჩერებლად
2021-10-19სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა... - რა გამოსავალს ხედავს ბიძინა კულუმბეგოვი სიკვდილიანობის შესაჩერებლად

 

”საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში უკვე არსებული გამოცდილება საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში (ამჟამად 4-მა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია – https://www.accreditation.ge/programs) და უწყვეტი სამედიცინო განათლების (ამჟამდ 7 საკრედიტო პროგრამის შესახებ – https://www.accreditation.ge/cmeapproved).

 

აღნიშნული საკითხები სამედიცინო სერვისების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების არსებული ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

 

გიორგი ფხაკაძე – ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი;

ზაალ კაპანაძე-სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი;

კახაბერ შალიკაძე – სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

თინათინ ხარძიანი – ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

სოსო ფილიევი – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

ნიკოლოზ კობახიძე – სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

თეა ბაქრაძე – სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

ანზორ ჭავჭავაძე – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის კონსულტანტი.

შეხვედრაზე მიღებულ იქნა პირველადი კონსესუსი, თუ რა ფარგლებში ითანამშრომლებენ მომავალში ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია- “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X