20:28 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

ვითმენ, ვითმენ, … ხომ ყველას გვახსოვს, როგორ კლავდნენ ხალხს? ასეთი ადამიანები როგორ მოგწონს? – მამა შალვა კეკელია

ვითმენ, ვითმენ, … ხომ ყველას გვახსოვს, როგორ კლავდნენ ხალხს? ასეთი ადამიანები როგორ მოგწონს? – მამა შალვა კეკელია

არ უნდა გამოფხიზლდეს ეს ხალხი ერთხელ და სამუდამოდ? არ უნდა დავფიქრდეთ? მთელი ერი, ვინ არიან ეს ადამიანები, ერის, ქვეყნის მოღალატეები, რომლებსაც სძულთ ერი და ქვეყანა, ეკლესია ეზიზღებათ.” – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ქადაგების დროს მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.

 

მოძღვრის განცხადებით, მკვლელები როგორ შეიძლება ისევ მთავრობაში მოვიდნენ.

სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა... - რა გამოსავალს ხედავს ბიძინა კულუმბეგოვი სიკვდილიანობის შესაჩერებლად
2021-10-19სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა... - რა გამოსავალს ხედავს ბიძინა კულუმბეგოვი სიკვდილიანობის შესაჩერებლად

 

“მკვლელები როგორ შეიძლება ისევ მთავრობაში მოვიდნენ? ხომ ყველას გვახსოვს, 2012 წელს როგორ ამოისუნთქა ხალხმა, როგორი რეჟიმი იყო, როგორ კლავდნენ ხალხს, ქონებას როგორ ართმევდნენ.

 

დათო უჯმაჯურიძის სული აცხონოს ღმერთმა, საოცარი კაცი, ვაკეში, შუადღის 2 საათზე მანქანიდან გადმოიყვანეს, ლიბერთი ბანკის წინ მანქანა დაუწვეს, იმიტომ რომ ერთ-ერთ პარტიას, მემარჯვენეებს აფინანსებდა. მანქანა დაუწვეს, აიყვანეს საგურამოს ტყეში, სცემეს, იარაღი თავზე დაადეს და გვერდით ტყვია ესროლეს. ასეთი რამდენი აქვთ გაკეთებული? და დღესაც როგორ გვემუქრებიან, როგორ ლაპარაკობენ…

 

ვითმენ, ვითმენ, ვუყურებ ეკლესიის ასე ლანძღვას, ამ ყველაფრის ყოველდღე ასე განადგურებას, შენ თუ ქრისტიანი ხარ, ასეთი ადამიანები როგორ მოგწონს?

ეს მთავრობაც?! უნიათოები, ამათიც არ ვიცი, რა ეშველება ამ ყველაფერს ერთად, ამათი ბრალია, რომ ესენი ასე არიან.

 

შეიძლება ასე? უბრალოდ, ესენი ასეთი მკვლელები მაინც არ არიან, ეს არის განსხვავება, არ ვიცი რა გვეშველება, რაღაც უნდა მოხდეს, რომ ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს“,- თქვა მამა შალვამ ქადაგებისას.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X