22:16 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

ოჯახებიდან ითხოვენ ძაღლების ჩაბარებას, თითქოს ძაღლი იყოს კორონავირუსის გადამტანი – თამაზ ელიზბარაშვილი

ოჯახებიდან ითხოვენ ძაღლების ჩაბარებას, თითქოს ძაღლი იყოს კორონავირუსის გადამტანი – თამაზ ელიზბარაშვილი

„დღე არ გავა, რომ რამდენიმე ზარი არ იყოს შინაური ცხოველების ჩაბარების მოთხოვნით. ოჯახებიდან ითხოვენ ძაღლების ჩაბარებას, იმ მოტივით, რომ თითქოს ძაღლი არის კორონავირუსის გადამტანი“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა და „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამაზ ელიზბარაშვილმა განაცხადა.

 

„TV პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში, ელიზბარაშვილმა საზოგადოების ინფორმირებულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაბამისი ორგანოების სპეციალისტებმა და ვეტერინარებმა, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობა უნდა უზრუნველყონ.

 

„კარგი იქნება თუ ტელევიზორში გამოვლენ სპეციალისტები და ცნობილი ვეტერინარები და გააკეთებენ ამის შესახებ განცხადებას. კორონავირუსის ადამიანზე გადამტანი არ არის შინაური ცხოველი: ძაღლი და კატა. ადამიანს არანაირი საშიშროება არ ემუქრება შინაური ცხოველებისაგან, რომელიც ჰყავთ სახლში.

 

დღეს ორი ძაღლი მივიღეთ. რომ მოიყვანეს თავშესაფარში და მიღებაზე უარი ვუთხარი, ქუჩაში მიატოვეს, რას ჰგავს ახლა ეს? ჩვენი თავშესაფრის youtube-ის არხზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ როგორ განიცდიან მიტოვებული ძაღლები პატრონის ღალატს. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, არანაირ საფრთხეს შინაური ცხოველები არ შეგიქმნიან“ – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

შესაძლოა ცხოველები კორონავირუსით დაინფიცირდნენ?!
2020-03-28შესაძლოა ცხოველები კორონავირუსით დაინფიცირდნენ?!
ავტორი: Prime Time

X