
იტალიელ სენატორს, ლაურა გრანატოს 10 დღით უფლებამოსილება შეუჩერეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის შესასვლელში მან „მწვანე საშვის“ ჩვენებაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
გრანატოს საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომაში უნდა მიეღო მონაწილეობას, რომელიც „მწვანე საშვების“ მოქმედების გაფართოებას განიხილავს.
ის შენობაში შეუშვეს, თუმცა აცნობეს, რომ ამის შესახებ სენატის ხელმძღვანელობას აცნობებენ.
კომისიამ მუშაობა შეაჩერა, რადგან იქ გრანატო იმყოფებოდა, თავად სენატორს კი 10 დღით უფლებამოსილება ჩამოერთვა.
ამასთან, სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სენატორები, რომლებიც „მწვანე საშვის“ წარდგენაზე უარს განაცხადებენ, პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევლენ.
ცნობისთვის, 15 ოქტომბრიდან იტალიაში სახელმწიფო, ისევე საჯარო სექტორის თანამშრომლებმა სამსახურში კოვიდ-სერტიფიკატი უნდა წარადგინონ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓

























