16:23 | 2021-10-20 ავტორი:

1 300 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

1 300 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსის ინფიცირების 46 872  მიმდინარე აქტიური შემთხვევიდან 1 300 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური საიტი stopcov.ge ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, 5 679 პირი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

 

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 998, აჭარაში – 512, იმერეთში – 1 330.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 300 პირი, მათ შორის, თბილისში – 423, აჭარაში – 110, იმერეთში – 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი,  მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 26, იმერეთში – 28.

 

1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551 – თბილისში, 263 – აჭარაში.

 

40 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”,- აღნიშნულია stopcov.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

X