11:51 | 2021-10-20 ავტორი:

პირის გადაწყვეტილებაა, შეუძლია უარი თქვას სამსახურზე და დარჩეს არავაქცინირებული – თამარ გაბუნია

პირის გადაწყვეტილებაა, შეუძლია უარი თქვას სამსახურზე და დარჩეს არავაქცინირებული – თამარ გაბუნია

“ზოგიერთი ქვეყანა სამსახურში მოხვედრის პირობად აყენებს იმას, რომ პირი ვერ იმუშავებს პოზიციაზე თუ არ არის აცრილი”,- ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის მწვანე საშვის პრინციპი, რომელიც ჯერ არ არის საქართველოში ამუშავებული, თუმცა პასპორტის შემოღების საკითხზე ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რადგან საფუძვლიანი ანალიზია საჭირო.

 

მისივე თქმით, მწვანე საშვის პრინციპის მიხედვით ადამიანის ნებაა ჩაიტარებს ვაქცინას თუ უარს იტყვის სამსახურზე.

 

“ზოგიერთი ქვეყანა, სამსახურებრივ მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურში მოხვედრის პირობად აყენებს იმას, რომ პირი ვერ იმუშავებს პოზიციაზე თუ არ არის აცრილი. აქაც პირის გადაწყვეტილებაა, შეუძლია უარი თქვას სამსახურზე და დარჩეს არავაქცინირებული. ამ შემთხვევაში ფუნდამენტური უფლება ის ჩაიტარებს, თუ არა ადამიანი კონკრეტულ ინტერვენციას. ეს სადაო არ არის და ნებისმიერი უფლებადამცველი ასე გაიზიარებს, მაგრამ დამსაქმებელმა შეიძლება თავის პირობა დააყენოს ეპიდ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. სახელმწიფომაც შეიძლება საჯარო სამსახურში დააყენოს დასაქმებისთვის გარკვეული პირობა და მაინც ეს რჩება არჩევანის ფარგლებში აიცრება თუ ამ სამსახურზე იტყვის უარს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი:

X