12:55 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება, ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო – სააკაშვილი

სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება, ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო – სააკაშვილი

მინდა ვუპასუხო პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოსჩანს. კომუნისტების დროიდან 1979 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩემს მასწავლებელ მარა ჭავჭავაძესთან ერთად, ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას, ძირითადად საეკლესიო საკითხებზე, – ამის შესახებ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

„პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად, ერთად აღვადგინეთ ბაგრატის,შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები…. შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი.

 

იქნებ, ამ სპეკულაციების ავტორებმა იმაზე ამოიღოს ხმა, რომ სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო და რაც შეეხება დანარჩენს, არავის არ ვურჩევ ისტორიის გადაწერას, ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს“, – წერია პოსტში, რომელიც სააკაშვილის ფეისბუკზე გავრცელდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X