14:22 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

ოჯახის დამანგრეველის იმიჯი არ შემეფერება – ალექსანდრა პაიჭაძე

ოჯახის დამანგრეველის იმიჯი არ შემეფერება – ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელ და ტელესახე ალექსანდრა პაიჭაძის მიმართ ინტერესი არ ცხრება. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების შესახებ დეტალები გაამხილა და საზოგადოებას ამცნო, რომ მისი რჩეული და მომავალი შვილის მამა დავით კოდუაა, უამრავ კითხვას იღებს. აღსანიშნავია, რომ სოცქსელების მომხმარებლებმა არც კრიტიკა დაიშურეს.

 

ალექსანდრამ გამომწერებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე დაუანონსა.

 

„კითხვა-პასუხის რეჟიმში აგიხსნით, რა არის ქალი და რა არის ოჯახი. მაიძულეს უბრალოდ და აუცილებლად ვისაუბრებ ღალატებზეც, განათლება-გაუნათლებლობაზეც, უთავმოყვარეო თანააარსებობაზეც, მოღალატეობრივ სულსა და ფსიქიკურ აშლილობაზე. მე არ შემეფერება, მაგრამ არც ოჯახის დამანგრეველის იმიჯი შემეფერება და მომწონს, ასეთი ადამიანების და ქალების ფონზე, მით უმეტეს“, – წერს პაიჭაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X