
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის მასალებიდან “მთავარი არხი” იმ ფოტოებს ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის სახლთან არის გადაღებული.
არსებული ინფორმაციით, ფოტოები სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და აღბეჭდავს მომენტს როდესაც უცნობი პირი ტერიტორიაზე დამაგრებულ განათებას აზიანებს.
ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე 25 წლის ანასტასია შატალოვა ჩაცხრილეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 7-ჯერ ესროლეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი.






















