20:24 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

ქათმები გვყავს და გვინდა, სხვა ცხოველებიც გვყავდეს… – როგორ ცხოვრობს ლელა მებურიშვილი ქალაქგარეთ

ქათმები გვყავს და გვინდა, სხვა ცხოველებიც გვყავდეს… – როგორ ცხოვრობს ლელა მებურიშვილი ქალაქგარეთ

მსახიობმა,  ლელა მებურიშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ „რუსთავი 2“- ის ეთერში ისაუბრა:

 

„ჩემი ჯანსაღი დილა იწყება ყველაზე ჯანსაღი რამით – ჩახუტებით, შვილებთან მოფერებითა და სიცილით, რომ კარგი განწყობით შევხვდეთ დღეს, შემდეგ ვსვამ წყალს, რადგან წყალი მაცოცხლებს და ენერგიას მმატებს“,- ამბობს ლელა.

 

„ბოლო დროს იმდენი დაავადება გაჩნდა ჩვენ გარშემო და არავინ იცის, საიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ. ჩვენ ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ, ჩვენი მოსავალი გვაქვს, გვყავს ქათმებიც, გვაქვს ჩვენი ნატურალური კვერცხი. სურვილი გვაქვს, რომ ძროხაც გვყავდეს და სხვა ცხოველებიც, მაგრამ მე ვერ შევძლებ, რომ მოვუარო, ამიტომ ჯერ მხოლოდ ქათმები და ძაღლები გვყავს“ – ამბობს ლელა მებურიშვილი.

 

ავტორი: Prime Time

X