
„ბევრი ადამიანი ვინც ითხოვდა მიშა ჩამოდიო, ვიცი ბევრი ვინც ყვიროდა ახლა არიან დამალულები” – ნიკოლოზ სააკაშვილის ამ განცხადებას ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცე“-ში აფასებს.
„მე მესმის მიშას მამის. მეც ვნერვიულობ, ალბათ თქვენც, როცა ადამიანი შიმშილობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეშია. მართლა მხოლოდ ჯანმრთელობის კი არა სიცოცხლის საკითხი დგას რისკის ქვეშ. დარწმუნებული ვარ თქვენც ნერვიულობთ ამაზე. რა გასაკვირია, რომ მამა ამაზე განსაკუთრებულად ნერვიულობდეს. მიშა სააკაშვილმა როგორც ადამიანმა, რომელმაც ჩემი აზრით, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრისათვის ყველაზე მეტი გააკეთა. გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი და მისთვის სარისკო ნაბიჯი… მიიღო სარისკო გადაწყვეტილება და ჩამოვიდა ქვეყანაში. ყველაზე კარგად თვითონ იცოდა, რომ დააკავებდნენ. იცოდა, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დიდი რისკის ქვეშ აყენებდა. ამის მიუხედავად, ჩამოვიდა და დღეს არის საპატიმროში. დარწმუნებული ვარ, მიშა სააკაშვილი ძალიან მალე, აუცილებლად დატოვებს საპატიმროს და ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ, სადაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ გასამართლდებიან“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.






















