12:09 | 2021-10-21 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

საზოგადოებას ატყუებენ, მთავრობას საკრებულო ამტკიცებს, სადაც უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს – გურამ მაჭარაშვილი მელიას მთავრობის გუნდზე

საზოგადოებას ატყუებენ, მთავრობას საკრებულო ამტკიცებს, სადაც უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს –  გურამ მაჭარაშვილი მელიას მთავრობის გუნდზე

“ლელოს” და “გირჩის” გადაწყვეტილება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, “ნაცმოძრაობის” დანამატი გახდნენ, საზოგადოებას ატყუებენ, მთავრობას საკრებულო ამტკიცებს, სადაც უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ წარდგენილ თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს.

 

“2020- სა და 2021- ის არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციამ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, დაკარგა მხარდაჭერა. ნაწილმა ისწავლა ჭკუა და მცდელობა აქვთ დამოუკიდებლად ითამაშონ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ “ლელოს” და “გირჩის” გადაწყვეტილება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს.

 

ახლა არა მხოლოდ ცალი ფეხით არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ დანამატი გახდნენ “ნაცმოძრაობის” და ეს საჯაროდ განაცხადეს. ამიტომ იმის შანსი, რომ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია მათგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს, პრაქტიკულად, ნულოვანია. არ მგონია, რომ “დროა” სერიოზულად განსახილველი ორგანიზაცია იყოს, “ლელო” და “გირჩი” დღეიდან შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი. როცა მათი დანამატი ხდები, იზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ ორგანიზაციას გააჩნია,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X