16:16 | 2021-10-21 ავტორი: Prime Time

„ვწუხვარ, რომ ქართველებზე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა“ – რას ამბობს ლიზა იასკო ქართველებზე და ჩამოვა თუ არა საცხოვრებლად საქართველოში

„ვწუხვარ, რომ ქართველებზე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა“ – რას ამბობს ლიზა იასკო ქართველებზე და ჩამოვა თუ არა საცხოვრებლად საქართველოში

ლიზა იასკო უკრაინელი პოლიტიკოსია, რომელიც მიხელ სააკაშვილმა თავის რჩეულად სახალხოდ გამოაცხადა. ამ ფაქტის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ გამოჩნდა.

 

ლიზა იასკომ შეყვარებული ციხეშიც მოინახულა. გუშინ, 20 ოქტომბერს ლიზა იასკომ უკრაინელ ჟურნალისტს, ოლესია ბაცმანს ინტერვიუ მისცა და უამრავ კითხვას გასცა პასუხი. გთავაზობთ ამონარიდს ლიზას ინტერვიუდან:

 

 

„მიშამ თავისი საქციელით მიახვედრა ქართველი ხალხი, რომ, მხოლოდ თავად კი არ შეუძლია, გააკეთის რაღაც ქვეყნისთვის, არამედ, ხალხს თავადაც შეუძლია. საქართველოში პირველად ახლა ვიყავი და ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ საზოგადოებაზე ძალიან სვდიანი შთაბეჭდილებები შემექმნა. ძალიან ბევრი რამ ვიცოდი საქართველოზე, მაგრამ დავინახე ძალიან ბევრი ღარიბი და ძალიან სევდიანი სახეები. დავინახე საზოგადოება, რომელიც ცუდადაა.

 

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან მიყვარს უკრაინა და ვჭირდები ჩემს ქვეყანას. თანამედროვე ეპოქაში შესაძლებელია, რომ სხვა ქვეყანაში მყოფმა შეძლო, დახმარება გაუწიო მეგობარ ქვეყანას. ჩემი სახლი არის უკრაინაში და საქართველოში საცხოვრებლად გადასვლა ჩემს გეგმებში არ შედის. ასევე მიშაც დაკავშირებულია თავის ქვეყანასთან და უკარინასთანაც“. – თქვა მიხილ სააკაშვილის შეყვარებულმა.

 

ვიდეო:

ავტორი: Prime Time

X