
ირლანდიის მთავრობის მეთაური ლეო ვარადაკარი, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს, კვირაში ერთხელ ექიმად იმუშავებს, რათა ეროვნულ სანიტარულ სამსახურს დაეხმაროს, ვიდრე კორონავირუსის პანდემია არ დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ვარადაკარი ექიმად 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე, სანამ პროფესიას დატოვებდა და პოლიტიკოსი გახდებოდა.
ირლანდიაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია, გარდაცვლილია 158 ადამიანი.






















