
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მართლმადიდებელი ეკლესიის სამ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდეს და ახლა მათი გამოკვლევის პასუხს ელიან.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსის 5 389 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა რიცხვმა კი 45-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 355 პაციენტი.






















