11:06 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესს უგულებელყოფს და კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს, ასეთი კოვიდაფეთქებები საქართველოში არ შეწყდება.

 

„ვაქცინაცია რჩება პანდემიის დაძლევის ერთადერთ რეალურ გზად. ახლა საქართველოში ძალიან ცუდი, კატასტროფული მდგომარეობაა. აცრილია სულ 20 პროცენტი, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შევქმნათ იმუნური ფენა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X