
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე შემდეგი სამი თვის განმავლობაში ხელფასიდან 1/3-ს StopCov-ის ფონდში გადარიცხავს.
„ამ ინიციატივის მიზანია შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებ.
გვესმის რომ კორონავირუსთან ბრძოლა არის მსოფლიო გამოწვევა და ამ ბრძოლაში ერთიანობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავხდებით.
ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, იმ რეკომენდაციების გათვალისწინება რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს, თითოეულ თქვენთაგანს მოგიწოდებთ დარჩით სახლში რომ ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება“, – განაცხადა გიორგი ქორიძემ.






















