
ნიუ-მექსიკოში, ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით შემთხვევით უკრაინელი ოპერატორი ქალი მოკლა, ფილმის რეჟისორი კი მძიმედ დაჭრა. შემთხვევა ვესტერნის, სახელწოდებით Rust გადაღების დროს მოხდა.
დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია. როგორც უცხოური გამოცემა წერს, გარდაცვლილ ოპერატორს ერთი შვილი ჰყავდა.

ჰაჩინსი უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. იგი ჟურნალისტიკას სწავლობდა და მუშაობდა „ბრიტანულ დოკუმენტურ ფილმებზე ევროპაში“, ნათქვამია მისი პირადი ვებსაიტზე.
დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას იგი ჯერ დიდ ბრიტანეთში, მოგვიანებით კი ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც კარიერა შეიცვალა და კინორეჟისორი გახდა, სახვითი ხელოვნების მაგისტრის ორწლიანი წოდებით.

როგორც მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, დაახლოებით იმავე დროს, მან გააჩინა ვაჟი ანდროსი, რომელიც, როგორც ჩანს, დაიბადა 2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში.
ანდროსი მისი ერთადერთი შვილია ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ადვოკატთან.
ჰალინა ჰაჩინსის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრებიც გამოეხმაურნენ.

„მომენატრები, ჩემო მეგობარო. ეს საშინელებაა “; „ძალიან სევდიანი ვარ მისი დაკარგვის გამო. მე იმდენად გაბრაზებული ვარ, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო გადასაღებ მოედანზე“;
„ის იყო ბრწყინვალე, ნიჭიერი ადამიანი, რომელიც თავს უძღვნიდა ხელოვნებას და კინოს“;
კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო გილდიამ ასევე მწუხარება გამოთქვა ჰაჩინსის უდროო გარდაცვალების გამო.
„დეტალები ამ დროისთვის გაურკვეველია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მეტი ინფორმაციის გასარკვევად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ტრაგიკული მოვლენის სრულ გამოძიებას“, – აღნიშნეს გილდიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
ჰალინა ჰაჩინსი, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობდა, ჰოლივუდის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და ამერიკელმა კინემატოგრაფისტმა 2019 წლის კინემატოგრაფისტთა სიაშიც შეიყვანა.

ბოლდუინი სროლის შემდეგ დეტეტქტივის ოფისში გადაიყვანეს, თუმცა არ დაუკავებიათ. ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.
ფილმში ბოლდუინი თამაშობს არასრწულწლოვანი გმირის ბაბუას, რომელმაც შემთხვევით მკვლელობა ჩაიდინა.






















