10:29 | 2020-04-06 ავტორი: Prime Time

Telegraph: საქართველო გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა

Telegraph: საქართველო გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა

საქართველო გამოირჩევა ევროპელ ხალხებს შორის, როგორც ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემის, telegraph-ის სტატიაშია აღნიშნული.

 

„საქართველოში ვირუსთან  გამკლავების შესაძლებლობის მაჩვენებელი პანდემიის დაწყებამდე ხელსაყრელი არ იყო, თუმცა მოგვიანებით არსებულმა რეალობამ საპირისპირო შედეგი აჩვენა,“ – ვკითხულობთ სტატიაში.

 

 

„გასულ წელს კავკასიის ქვეყანა მზადყოფნის დონით 42-ე ადგილს იკავებდა. ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის მაღალ რეიტინგთან შედარებით, მცირე სახით ჩანდა. რამდენადაც, გასულ კვირას „კოვიდ 19“-მა ინფიცირების მილიონიანი ნიშნული გადალახა, საქართველო გამოირჩევა ევროპელ ხალხებს შორის, როგორც ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა“, -აღნიშნულია სტატიაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X