
საქართველოს მესამე პრეზიდეტნი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ იგი სასამართლოში მიიყვანონ.
„ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, “ხელისუფლებას” ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში”, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 22 დღეა დაპატიმრებულია და შიმშილობს.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























