16:41 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

მგელი აღარ არსებობს დღეს, ვინც ნაცმოძრაობაში დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია – უნდა მივეჩვიოთ ხვალინდელ დღეზე ორიენტაციას – ხაზარაძე

მგელი აღარ არსებობს დღეს, ვინც ნაცმოძრაობაში დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია – უნდა მივეჩვიოთ ხვალინდელ დღეზე ორიენტაციას – ხაზარაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც იყო, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია პრეზიდენტიდან დაწყებული. თუ ვინმე არ დაიჭირეს და დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ისევ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაიჭირა, გადმოიპორტირა თავის რიგებში, გადახედეთ მათ რიგებს პარლამენტში, სტრუქტურებში და სასამართლოში, უცბად აღმოაჩენთ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ადამიანებს, რომლებზეც პრეტენზია აქვს ვითომ „ქართულ ოცნებას“. – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა და თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ ვიცე-მერის პოზიციაზე დასახელებულმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიყვანას ითხოვს
2021-10-22მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიყვანას ითხოვს

 

„ასე საკითხის დაყენება არ შეიძლება იმიტომ, რომ არსად არ წავა ქვეყანა, იმის ძახილით, რომ „მგელი მოვა, მგელი მოვა“, ეს მგელი აღარ არსებობს დღეს, მისი თავები და ხელმძღვანელები არიან ციხეში დღეს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხვალინდელ დღეზე ორიენტაციას, საერთო ენის გამონახვას. გარანტია იმისა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება არის ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია. არავითარ შემთხვევაში მომავალში არ დავუშვებთ ერთპარტიულ მმართველობას, გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ავტორი: Prime Time

X