20:13 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი – თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას აფრთხილებს

ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი – თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას აფრთხილებს

საქართველომ თავი ჩაიყენა განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელიც აბსურდის თეატრს მაგონებს და სიურეალისტურ განცდას მიქმნის, რომ გავიღვიძებ და აღმოჩნდება, რომ სიზმარია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განუცხადა.

 

ბორჯომში მამა-შვილი, სავარაუდოდ, სოკოს ინტოქსიკაციით გარდაიცვალა
2021-10-22ბორჯომში მამა-შვილი, სავარაუდოდ, სოკოს ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

 

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. საქმე ისაა, რომ მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა.

 

იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ანუ დაიწყო “მეხუთე ტალღა”. “მეხუთე ტალღა” დაიწყო ისე, რომ “მეოთხე ტალღა” ბოლომდე არ ჩამთავრებულა.

 

ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X