
კორონავირუსის პანდემიის გამო, იაპონიაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა 6 თვით გამოაცხადონ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რეჟიმი მოიცავს ტოკიოსა და სამ მეზობელ პრეფექტურას.
ექვსი თვის განმავლობაში, ყველა პრეფექტურა ინდივიდუალურად განსაზღვრავს იმ შეზღუდვებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს იმოქმედებს.
იაპონიის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ხვალიდან, სამშაბათიდან გეგმავს.
6 თებერვლის მონაცემებით, იაპონიაში COVID19-ის 3 654 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 85, ხოლო გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი.






















