23:41 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

წერტილი, დამთავრდა… ამ ექიმებს ლიცენზია ჩამოვართმევდი და ვეღარ იმუშავებდნენ…- ვის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე

წერტილი, დამთავრდა… ამ ექიმებს ლიცენზია ჩამოვართმევდი და ვეღარ იმუშავებდნენ…- ვის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე

საქართველოში ეპიდვიტარება დღითიდღე უარესდება. ვაქცინაციის ტემპი კი იკლებს. ფაქტია, რომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა ჩვეულებრივ სტატისტიკად იქცა და ხალხი არ ფიქრობს ვაქცინაციაზე.

 

 

Exclusive: გიორგი ფხაკაძემ საფრანგეთის რეისზე ბილეთი გააუქმა - რა მიზნით ესტუმრა დღეს ჯანდაცვის მინისტრი
2021-10-22Exclusive: გიორგი ფხაკაძემ საფრანგეთის რეისზე ბილეთი გააუქმა - რა მიზნით ესტუმრა დღეს ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მომდევნო სამი თვე ძალიან მძიმე იქნება საქართველოში. მისივე თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ ყველა ღონე გამოიყენოს, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს.

 

„მე რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ვიყო, ამ ექიმებს ჩვეულებრივად ლიცენზია ჩამოერთმეოდათ, – ეს შენიშვნა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ იმ ექიმების შესახებ განაცხადა, რომლებიც ეწევიან აგიტაციას, რომ სხვები აიცრან, თუმცა, არც თვითონ და არც ოჯახის წევრები აცრილები არ არიან.

 

„სისტემური პრობლემა გვაქვს. მე რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ვიყო ამ ექიმებს ჩვეულებრივად ლიცენზია ჩამოერთმეოდათ და ალბათ, ვერც იმუშავებდნენ. წერტილი. დამთავრდა. ასევე ქვეყანაში ერთი ვაქცინა უნდა იყოს. ხალხი დაიბნა. გეგონება მიდიხარ ბაზარში და კარტოფილს ყიდულობ. ყველაზე ეფექტური მსოფლიოში „ფაიზერია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე გადაცემაში „ჩარჩოს მიღმა“.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X