
სასამართლოს ცნობით, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გასროლამდე არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები იდო.
როგორც ირკვევა, ფატალურ გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ ის “ცივი” – უსაფრთხო იყო.
როგორც სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, ეპიზოდის გადაღების დაწყებამდე არც ასისტენტმა იცოდა, რომ ცეცხლსასროლ იარაღში საბრძოლო ვაზნები იდო, რადგან მან პროტოკოლით გათვალისწინებული ფრაზით უთხრა მსახიობს იარაღის უსაფრთხოების შესახებ. BBC-ის ცნობით ის 20 წლისაა და ამ პოზიციაზე პირველად მოუწია მუშაობა.
ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰატჩინსი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა კი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოდან გაწერეს.
მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.
ნახეთ სხვა სიახლეები:
„რომ მცოდნოდა რა მელოდა“ – რას წერდა გარდაცვლილი ქალი ვაქცინაზე?
რატომ იმყოფებოდა ამირან გამყრელიძე სხვა პირებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში
„შეიძლება მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – გიორგი ფხაკაძე
+18 როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა
ვინ არის სინამდვილეში ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთა






















