
პარლამენტის დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძე მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
მან ჟურნალისტებთან ვრცლად არ ისაუბრა. თუმცა აღნიშნა, რომ სააკაშვილის სანახავად მასთან მრავალწლიანი მეგობრობის გამო მივიდა.
“რაც შეეხება იმას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ თუ არა, წყალსაც წაუღია… მეგობრობა ყველა პარტიასა და იმ ბალაგანზე წინ დგას, რასაც პოლიტიკა ჰქვია.
მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. მისი გზავნილი იყო, რაც მე მითხრა და რაც კარგად დავიმახსოვრე“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და პარტიიდან წავიდა. ის 2018 წელს, გაერთიანებული ოპოზიციიდან პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
ნახეთ სხვა სიახლეები:
„რომ მცოდნოდა რა მელოდა“ – რას წერდა გარდაცვლილი ქალი ვაქცინაზე?
რატომ იმყოფებოდა ამირან გამყრელიძე სხვა პირებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში
„შეიძლება მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“ – გიორგი ფხაკაძე
+18 როგორ იპოვეს მოკლული ანასტასია შატალოვა
ვინ არის სინამდვილეში ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთა






















